გაკვეთილის გეგმა - თამარ მეფე

                                         
                                                        გაკვეთილის    გეგმა
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ.სუჯუნის საჯარო სკოლა,პედაგოგი- ლარისა ქარცივაძე
გაკვეთილის მთავარი                           თემა
          თამარ მეფე
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური, IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასი შედგება 14 მოსწავლისაგან , სსმ მოსწავლეები არ არიან .
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს საქართველოში არსებულ მმართველობის სტრუქტურებს , სოციალურ ურთიერთობებს და მსჯელობს XII საუკუნეში არსებულ პრობლემებსა და მიზეზებზე. თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის განვითარების  ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
საქართველოს საშინაო   პოლიტიკური  ვითარების  გაცნობა .
საერო  და  სასულიერო  ხელისუფალთა ურთიერთობის თავისებურებათა გაცნობა.
საშინაო  და  საგარეო პოლიტიკური ფაქტორების  გავლენის გაანალიზება.
წინასწარი ცოდნა
სხვადასხვა   დროის  ქართული სამეფოების სახელმწიფო  მოწყობის შედარება .
   შეფასების      საგანი და     პროცედურები
პრეზენტაცია,დისკუსია, შეფასების რუბრიკა,https://drive.google.com/open?id=0B1CeQMs7GzeNdWlydDQxd3BMd1k&authuser=0
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
  სახელმძღვანელო  მე-9  კლასის. რუქა, დაფა, ცარცი, კომპიუტერი,
 ბაგრატიონთა   საგვარეულოს  გენიალოგიური   ცხრილი. პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა
მინი ლექცია 5 წთ: ვსაუბრობ თამარის თანამოსაყდრედ გამოცხადების შესახებ, ბაგრატიონთა   საგვარეულო   ცხრილის საშუალებით წარმოვადგენ გენეალოგიას  და ვსაუბრობ თამარის ხელმეორედ მეფედ კურთხევის შესახებ. 
გონებრივი იერიში 2 წთ : მოსწავლეები იხსენებენ მეფე გიორგის მიერ თამარისთვის ტახტის  გადაცემის ფაქტს, დემნა ბატონიშვილის არ გამეფების საკითხს. დისკუსია 10 წთ : მოსწავლეები  საუბრობენ   თამარის  ხელმეორედ მირონცხებით  მეფედ კურთხევის   აუცილებლობაზე.
ბ)  მოსწავლეები   ჯგუფდებიან  და  ეცნობიან
წყაროებს.(5წთ)აყალიბებენ  დასმულ  საკითხზე    საკუთარ  პოზიციას.
2   ეტაპი მოსწავლეები  ეცნობიან   რუბრიკას  „დამატებითი   მასალა“ ჯგუფები  ერთიანდებიან ,  აჯამებენ  დამუშავებულ  მასალას. ახდენენ პრეზენტაციას (10 წთ) და მართავენ დისკუსიას რატომ აკურთხეს თამარი მეორედ მირონცხებით? 10 წთ.შეფასება,საშინაო დავალების მიცემა 3წთ.






Комментариев нет:

Отправить комментарий