среда, 19 октября 2011 г.

ჩემი საყვარელი ლექსი

მისხალ–მისხალ ცრემლი ვწონე გზა–გზა,
დარდის ღობე გავარღვიე მხრებით
დაგილოცე იყალთო და ზარზმა,
მზის ამოსვლას შენთან ერთად ვხვდები.
ათასი მზით ამივსია გული,
სიყვარულით შენთან საწილადოდ.
ახლა წასვლა მედარდება როდი..
მაგრამ გული სხვა სადარდელს დარდობს:
თუ შეგმატე უფრო მეტი გრემი,
თუ შენს გამო არსით მექნა დავა,
სიყვარულით მოვსულვარ და გწამდეს
ასჯერ მეტი სიყვარულით წავალ!

воскресенье, 16 октября 2011 г.


  1. პროექტის სახელწოდება:,,მუმლი მუხასაო"ანუ ,,ისინი არ კვდებიან"
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა):დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთი,აგვისტოს ომი და აგვისტოს ომის გმირები.
  3. პროექტის აქტუალობა: უდაოდ აქტუალურია ფაქტი,რომელიც აგვისტოს ომის სახელით მოინათლა,ჯერ კიდევ ბევრია სათქმელი დაღუპულთა გმირობასა და თავგანწირვაზე,მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს,მაგრამ ჩვენც შევიტანოთ ჩვენი წვლილი მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.
  4. პროექტის მიზნები:მოსწავლეები მსჯელობენ დიდი სახელმწიფოების როლსა და გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარების პროცესში.მსჯელობენ ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტის შედეგებზე.
  5. მონაწილეთა ასაკი:მეცხრე კლასის მოსწავლეები.
  6. ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტომასალა,ვიდეომასალა.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ვიდეოკამერა,ფოტოაპარატი,კომპიუტერი,მძღოლი

  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ინტერვიუ,ინფორმაციის მოძიება,პერიოდული პრესის მიმოხილვა,მასალის დახარისხება,პრეზენტაცია.
  10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია(ლანა ტუღუში),ისტ.9.4 მოსწავლე აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწოფოს წარმოშობასა დაგანვითარებაზე.შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე მსჯელობს კონკრეტულ საგარეო ფაქტორზე,რომელმაც იმოქმედა სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაზე.ინგლისური ენა(ინგა ნადარეიშვილი)მოსწავლე კითხულობს,იგებს და აანალიზებს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებულ ტექსტებს,სტატიებს,ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით,უცხოურ ენაზე,თარგმნის და ამუსავებს მათ სხვა დაინტერესებულ პირთათვის,წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას.
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ლანა ტუღუში
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lanatugushi@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ltugushi.blogspot.com